უცხოეთი
რფ–ის თავდაცვის სამინისტრომ „ისლამური სახელმწიფოს“ ნავთობობიექტებზე კოალიციის მიერ შეტევების განხორციელება უარყო

  საქართველო, 5 იანვარი, საქინფორმი. საერთაშორისო კოალიციას, რომელსაც სათავეში აშშ უდგას, ავიაიერიშები არ განუხორციელებია მხოლოდ „ისლამური სახელმწიფოს“ ნავთობმომპოვებელ ობიექტებზე. ასეთი განცხადება გააკეთა თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა იგორ კონაშენკოვმა.

 „აშშ–ისა და კოალიციის ბომბების ქვეშ გასაკვირად არ მოყოლილა მხოლოდ „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ ხელში ჩაგდებული ნავთობმომპოვებელი ობიექტები, რომელთა მეშვეობითაც ბოევიკებმა ნავთობის უკანონო გაყიდვით ყოველთვიურად ათობით მილიონი დოლარი იშოვეს და მთელი მსოფლიოდან დაქირავებული მებრძოლებით საკუთარი რიგები შეავსეს“, – განაცხადა კონაშენკოვმა.