საქართველო, 5 იანვარი, საქინფორმი. ამერიკის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ხელმძღვანელის ჯონ ბრენანის განცხადებით, რუსეთმა სირიაში „მიწის გადაბუგვის“ ტაქტიკა გამოიყენა, რამელმაც მშვიდობიანი მოსახლეობის მასობრივი ხოცვა გამოიწვია.
ამის შესახებ ბრენანმა PBS-თვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
მისივე თქმით, რუსეთმა სირიის მთელი ოპოზიციური სპექტრი ტერორისტებად აღიქვა.
„ამიტომაც, გადადგა ის „გაბედული“ ნაბიჯები, ჩემი აზრით, განახორციელა უგუნური სამხედრო ქმედება, რომელმაც სირიელების მასობრივი სიკვდილი გამოიწვია“,-აღნიშნა ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ხელმძღვანელმა.
მისივე თქმით, სირიაში რუსეთის ქმედებას „შესაძლოა ვუწოდოთ „მიწის გადაბუგვის“ ტაქტიკა, რომელმაც მასობრივი ნგრევა და ასობით უდანაშაულო ადამიანის სიკვდილი გამოიწვია“.
„მსგავს რაღაცას ამერიკა არასდროს იზამდა, რომელიმე აღნიშნულ კონფქტიქტში“,-ხაზი გაუსვა ჯონ ბრენანმა.