უცხოეთი
ევროპაში “ისლამური სახელმწიფოს” მეთაურმა და 400 ბოევიკმა შეაღწიეს

  საქართველო, 5 იანვარი, საქინფორმი. ტერორისტული ორგანიზაცია “ისლამური სახელმწიფოს” 300-დან 400 ბოევიკემდეა სირიიდან კოსოვოში შესული ლტოლვილების სახით – ამის შესახებ The Daily Mail-ი იტალიის სპეცსამსახურების წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

 გამოცემის ინფორმაციით, ბოევიკები საომარ ადგილებს დამარცხების შემდეგ ტოვებენ, სამოქალაქო ფორმას იცმევენ და ლტოლვილების სახელით ევროპაში შემოდიან. ზოგიერთი მათგანი სპეცსამსახურების ყურადღების ქვეშ ექცევა, თუმცა, უმეტესობამ შეუმჩნევლად ყოფნა შეძლო.

 The Daily Mail-ის ცნობით, კოსოვოში ლტოლვილის სახელით იმყოფება “ისლამური სახელმწიფოს” ერთ-ერთი ლიდერი ლავდრიმ მუაჯერი, რომელიც ცნობილია აბუ აბდულა ალ-კოსოვას სახელით. მას იცნობენ არა მხოლოდ როგორც კოსოვოელი ალბანელების “ისლამური სახელმწიფოს” ლიდერს, არამედ, როგორც წარმატებულ გადამბირებელს.

 ის 27 წლის არის და სირიაში 2012 წლის ბოლოს წავიდა. მუჰაჯერი “ისლამური სახელმწიფოს” რამდენიმე პროპაგანდისტულ ვიდეოზეა გადაღებული. ასევე, ინტერნეტში გავრცელდა ფოტოები, სადაც ის ტყვეებს თავებს აჭრის.

 გამოცემის წყაროს ინფორმაციით, ევროპაში შესული ტერორისტები საშიში არიან, შესაძლებელია, მათ სხვადასხვა ტიპის თავდასხმები მოაწყონ.