სამართალი
საპროტესტო აქცია პანკისში - ადგილობრივები დესტაბილიზაციის საფრთხეზე საუბრობენ

  საქართველო, 5 იანვარი, საქინფორმი. პანკისის ხეობაში დესტაბილიზაციის საფრთხეზე საუბრობენ. გუშინ სოფელ დუისში საპროტესტო აქცია გაიმართა.

 საზოგადოებრივ ცენტრთან ადგილობრივი მცხოვრებნი, არასამთავრობო ორგანიზაცია კახეთის რეგიონული განვითარების ფონდის წარმომადგენლები და ხეობის უხუცესები შეიკრიბნენ.

 აქციის მონაწილეები საზოგადოებრივი ცენტრის დაწვის მცდელობაზე სამართალდამცველების დროულ რეაგირებას და დამნაშავეთა დასჯას ითხოვდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ვითარების გართულებას ვარაუდობდნენ.