სამართალი
საქართველო, 5 იანვარი, საქინფორმი. მკვლელობა მოხდა თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე. გარდაცვლილია ახალგაზრდა ქალი. სამართალდამცველებმა ერთი ბრალდებული დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, ქმარმა ცოლი თოკით გაგუდა.
გარდაცვლილი მეზობლებმა სახლში იპოვეს. მათივე თქმით, ბრალდებული გარდაცვლილის მეუღლეა, რომელიც სამართალდამცავებს თვითონ ჩაჰბარდა. გამოძიება ოჯახური ძალადობის ნიადაგზე ჩადენილი განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.
ბრალდებულის მიმართ აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების შესახებ პროკურატურა სასამართლოს მიმართავს.