პოლიტიკა
არ გავურბივარ პასუხისმგებლობას - გიგი უგულავა სასამართლოს დასკვნითი სიტყვით მიმართავს

  საქართველო, 5 იანვარი, საქინფორმი. “თბილსერვის ჯგუფის” ეპიზოდზე, რომელზეც პირველ ინსტანციაში განაჩენი უკვე არსებობს, სააპელაციო სასამართლომ იმსჯელა. თბილისის ყოფილმა მერმა გიგი უგულავამ სასამართლოს დასკვნითი სიტყვით მიმართა.

 “თბილსერვისის” ეპიზოდზე ვისაუბრებროდესაც ამ საქმეზე გამოძიება დაიწყო, მაშინვე ვთქვი, ეს 700 კაცი მე დავასაქმე. განზრახვა, რომ ეს ხალხი პარტიული ყოფილიყო, არ მქონია, თუმცა სხვანაირად გამოვიდა. მე რომ მიზნად დამესახა ადმინისტრაციული ორგანოს და პარტიის გამიჯვნა, გამომივიდოდა, არ მოვინდომე. ეს ჩემამდეც ასე იყო და ახლაც ასე გრძელდება. ძალიან ვწუხვარ, რომ ამას არ მივაქციე ყურადღება, რომ საჯარო მოხელე საჯარო მოხელე ყოფილიყო და პარტიული - პარტიული. ფაქტია, რომ ეს ნაწილი ჩემი საქმიანობის იყო ჩემი სუსტი რგოლი.

 არასწორია, როდესაც სახელმწიფო გიხდის ხელფასს და თან გეუბნება, პარტიული ინტერესები გაატარეო, მაგრამ ეს არ არის გაფლანგვა. არ გავურბივარ მე ამ პასუხისმგებლობას, რასაც არასდროს და ვერასდროს ვერ მივიღებ, არის გაფლანგვის მუხლი", - განაცხადა, კერძოდ, გიგი უგულავამ.

 შეგახსენებთ, რომ საქმე გიგი უგულავას მიერ თანხების მითვისება-გაფლანგვას ეხება.

 ბრალდებულის ადვოკატებს სისხლის სამართლის ის ნორმა, რომელიც მითვისება-გაფლანგვას ეხება, საკონსტიტუციო სასამართლოში აქვთ გასაჩივრებული.