პოლიტიკა
საქართველო, 5 იანვარი, საქინფორმი. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ გორში საცხოვრებელი ფართის მიღების მოთხოვნით განაცხადების მიღება დაიწყო.
გორში 480 დევნილი ოჯახისთვის რვა 10-სართულიანი კორპუსი შენდება. სამშენებლო სამუშაოები 2017 წლის ივნისში დასრულდება.
განაცხადების მიღება გორში, შმაგის ქუჩა N1-ში, 2017 წლის პირველ მარტამდე გაგრძელდება.