პოლიტიკა
ლიტვამ მოსკოვს საქართველოს ანტიტერორისტული ცენტრის ყოფილი დირექტორის ექსტრადირებაზე უარი უთხრა

  საქართველო, 5 იანვარი, საქინფორმი. ლიტვის გენერალურმა პროკურატურამ ოფიციალურ მოსკოვს საქართველოს მოქალაქის, ანტიტერორისტული ცენტრის ყოფილი დირექტორის ზურაბ მაისურაძის ექსტრადირებაზე უარი უთხრა.

 შესაბამისი განცხადება უწყების ოფიციალურ ვებ გვერდზე გამოქვეყნდა. პროკურატურის დასკვნით, მაისურაძეს მოსკოვი პოლიტიკური მოტივით დევნის და ის საქართველოს მიმართ რუსეთის საგარეო პოლიტიკას უკავშირდება.

 ანტიტერორისტული ცენტრის ყოფილი დირექტორი ვილნიუსის აეროპორტში ინტერპოლის ორდერის საფუძველზე ერთი თვის წინ დააკავეს.

 გენერალური პროკურატურის შემდეგ დადგენილება ვილნიუსის საოლქო სასამართლომ უნდა დაამტკიცოს.