უცხოეთი
თეთრ სახლში განმარტეს, რატომ არ შემოიღეს სანქციები პუტინის წინააღმდეგ

  საქართველო, 4 იანვარი, საქინფორმი. თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჯოშ ერნესტმა განმარტა, რატომ არ შემოიღო ვაშინგტონმა სანქციები რფ–ის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინის წინააღმდეგ.

 რეგულარულ ბრიფინგზე ჟურნალისტები დაინტერესდნენ, რატომ არ შეიყვანა აშშ–მა პუტინი სანქციების სიაში ამერიკის საარჩევნო სისტემაზე კიბერთავდასხმებთან დაკავშირებით, რომლებზეც ვაშინგტონმა პასუხისმგებლობა მოსკოვს დააკისრა.

 „სანქციების შემოღების პოლიტიკის თანახმად, უცხოური სახელმწიფოების ლიდერები შავ სიაში მხოლოდ გარკვეული გარემოებების გამო ხვდებიან. და საგანგებო შემთხვევა იქნებოდა, ამ სიაში პირადად პუტინი რომ აღმოჩენილიყო“, – განაცხადა ჯოშ ერნესტმა.