უცხოეთი
საქართველო, 4 იანვარი, საქინფორმი. რუსეთში ამერიკის საელჩოში, 35 ამრიკელმა დიპლომატმა მიიღო მოსაწვევი ბარათები კრემლის საახალწლო ნაძვისხეზე დასასწრებად. მოსაწვევების რაოდენობა ზუსტად ემთხვევა ამერიკიდან, პრეზიდენტ ბარაკ ობამას მიერ გამოძევებული რუსი დიპლომატების რაოდენობას. რუსულმა საინფორმაციო სააგენტოებმა კითხვით მიმართეს ამერიკის დიპლომატიურ წარმომადგენლობას, მიიღებენ თუ არა დიპლომატები ამ მიწვევას. საელჩოს განმარტებით, ეს კონკრეტული პიროვნებების პირადი გადასაწყვეტია და ისინი ოჯახურ გეგმებზე კომენტარს ვერ გააკეთებენ.