უცხოეთი
საქართველო, 4 იანვარი, საქინფორმი. აშშ-ს არჩეული პრეზიდენტი ტრამპი გუანტანამოს ციხიდან მსჯავრდებულების გათავისუფლების წინააღმდეგია. ამის შსახებ მან ტვიტერზე დაწერა.
„გუანტანამოს ციხიდან მეტი არანაირი გათავისუფლება აღარ უნდა მოხდეს. ისინი ძალიან საშიში ხალხია, მათი შეშვება ისევ ბრძოლის ველზე დაუშვებელია“-წერს ტრამპი.
2016 წლის აგვისტოში გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ-ს პრეზიდენტი ბარაკ ობამა გუანტანამოს ციხის დახურვას საპრეზიდენტო ვადის ბოლომდე გეგმავს.