საქართველო, 4 იანვარი, საქინფორმი. პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საქართველოში სამუშაო ვიზიტით მყოფ ამერიკელი სენატორების დელეგაციას შეხვდა.
შეხვედრაზე განიხილეს საქართველო-ამერიკის სტრატეგიული პატრნიორობის გაღრმავებისა და ეკონომიკური ურთიერთობის განვითარების საკითხები, რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება.
"განვიხილეთ ჩვენი მდგრადი თანამშრომლობა და ერთობლივი ძალისხმევა თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების შესრულებისთვის, ასევე, სამხედრო თანამშრომლობისა და ოპერაციების მხარდაჭერა; კიდევ ერთხელ დავადასტურეთ ჩვენი ერთგულება საქართველოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისადმი", - განაცხადა ჯონ მაკკეინმა.
„დღეს, გარდამავალ პერიოდში, როდესაც ამერიკის ახალი ადმინისტრაცია ემზადება ოფისში შესასვლელად, ასეთი ვიზიტი და ხაზგასმა იმაზე, რომ საქართველო ის სტრატეგიული პარტნიორია, რომელიც ძალიან ღირსეული და მნიშვნელოვანია შეერთებული შტატებისთვის, უმნიშვნელოვანესია“, - განაცხადა პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანმა თენგიზ ფხალაძემ.