სამართალი
საქართველო, 4 იანვარი, საქინფორმი. შს მინისტრ გიორგი მღებრიშვილის ინიციატივით, აღნიშნული პროექტის საპილოტე ვერსია გასულ სეზონზე გუდაურში დაიწყო, წელს კი საქართველოს ყველა სამთო-სათხილამურო კურორტი მოიცვა.
ავსტრიელმა ექსპერტებმა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 20-მდე თანამშრომელი სამთო-სათხილამურო ტაქტიკური მომზადების სფეროში გადაამზადეს. სწავლება შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონულ ბაზაზე გაიმართა.
ტრენინგის მონაწილეები სათხილამურო ტრასაზე მყოფი დაზარალებულის, ზვავში მოყოლილი ადამიანების მოძებნისა და გადარჩენის სამაშველო ოპერაციების ძირითად პრინციპებს გაეცნენ და სიმულაციურ სწავლებებში მიიღეს მონაწილეობა.