სამართალი
ვერცერთმა მთავრობამ ვერ გაბედა საარჩევნო სისტემის შეცვლა - ეკა გიგაური

  საქართველო, 4 იანვარი, საქინფორმი. საკონსტიტუციო კომისიის წევრები მორიგი შეკრებისთვის ემზადებიან. სამოქალაქო სექტორი ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხად საარჩევნო სისტემის ცვლილებას ასახელებს.

 „ჩვენი მოლოდინი არის ის, რომ ამ კომისიის ფარგლებში შეიცვლება საარჩევნო სისტემა. თუ ინდა, რომ ქვეყანა დემოკრატიული თვალსაზრისით განვითარდეს, მნიშვნელოვანია, შეიცვალოს ის საარჩევნო სისტემა, რომელიც არსებობს ქვეყანაში. სამწუხაროდ, ვერცერთმა მთავრობამ ვერ გაბედა საარჩევნო სისტემის შეცვალა, იმიტომ, რომ დღევანდელი საარჩევნო სისტემა უპირატეს მდგომარეობაში აყენებს მმართველ პარტიას“, - აცხადებს “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური.

 არასამთავრობო ორგანიზაციები, საარჩევნო სისტემის გარდა, პროკურატურის რეფორმის აუცილებლობაზეც საუბრობენ. სამოქალაქო სექტორში აცხადებენ, რომ პროკურატურის დამოუკიდებლობის მექანიზმები კონსტიტუციაში უნდა გაიწეროს.