პოლიტიკა
მარგველაშვილი მისი შესაძლო გადადგომის შესახებ დავით უსუფაშვილის მიერ დაანონსებულ სცენარს გამოეხმაურა

  საქართველო, 4 იანვარი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტმა ავლაბრის სასახლეში დევნილ ბავშვებს და პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომელთა შვილებს უმასპინძლა. საახალწლო ნაძვის ხე ტრადიციულად პირველმა ლედიმ მაკა ჩიჩუამ მორთო.

 გიორგი მარგველაშვილმა დავით უსუფაშვილის მიერ დაანონსებული შესაძლო სცენარის შესახებ საუბარი არ მოისურვა. ჟურნალისტების შეკითხვას მის გადადგომასთან დაკავშირებით მან უპასუხა, რომ ეს თემა დღის წესრიგში არ დგას.

 პრეზიდენტის სასახლეში წარმოდგენას ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრის მსახიობები მართავდნენ.

 შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტის ექს–სპიკერმა დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს პრეზიდენტი სპეციალურად დაწერს გადადგომის შესახებ განცხადებას, სანამ კიდევ მოქმედებს „ძველი“ კონსტიტუცია, რომლის მიხედვითაც საქართველოს პრეზიდენტს ირჩევს ხალხი. ამის შემდეგ, კონსტიტუციის მიხედვით, 40 დღის შემდეგ დაინიშნება ახალი საპრეზიდენტო არჩევნები და იგი კვლავ მიიღებს მათში მონაწილეობას. არჩევნებში გამარჯვებული კანდიდატი საქართველოს პრეზიდენტი იქნება 2022 წლამდე.