უცხოეთი
ბანდერას დაბადების დღის აღნიშვნას უკრაინის განადგურების ფაქტორი უწოდეს

  საქართველო, 3 იანვარი, საქინფორმი. სტეპან ბანდერას დაბადების დღის აღსანიშნავი ჩირაღდნებიანი მსვლელობა ანგრევს უკრაინის სახელმწიფოებრიობას და აზიანებს კიევის საერთაშორისო იმიჯს. ასეთი თვალსაზრისი გამოთქვა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ყირიმის ხელმძღვანელმა სერგეი აქსიონოვმა.

 „ოფიციალურმა პოლონეთმაც კი, რომელიც დიდხანს თითებს შორის უყურებდა თავისი უკრაინელი პროტეჟეების ნაცისტურ შაბაშებს, გასული წლის დეკემბერში ულტიმატუმის ფორმით მოუწოდა კიევის რეჟიმს, უარი ეთქვა უკრაინის გამათავისუფლებელი არმიის (ორგანიზაცია აკრძალულია რუსეთში) 75 წლისთავის აღნიშვნაზე“, – დაწერა აქსიონოვმა.

 მან აღნიშნა, რომ უკრაინელი ისტორიკოსების ნაწილი ცდება, როცა ამტკიცებს, თითქოს ბანდერა არა მარტო წითელ არმიას, არამედ გერმანულ საჯარისო შენაერთებსაც ებრძოდა.

 კვირას, 1 იანვარს უკრაინის ქალაქებში ბანდერას დაბადების 108–წე წლისთავის აღსანიშნავად მსვლელობები გაიმართა.