საზოგადოება
მედიასაც უნდა ესმოდეს ის გამოწვევები, რომელიც საზოგადოების წინაშე დგას – პრემიერი კვირიკაშვილი

  საქართველო, 3 იანვარი, საქინფორმი. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა.

 „რუსთავი 2”–თან დაკავშირებით პრემიერმა კიდევ ერთხელ აღნიშნა,  რომ სახელმწიფო არ ერევა სასამართლო პროცესში, მიმდინარეობს ქონებრივი დავა, რომელსაც აქვს პოლიტიკური განზომილება.

 „ჩვენი ვალია, რომ არ ჩავერიოთ სარედაქციო პოლიტიკაში. ახსოვს საზოგადოებრივ მაუწყებელს, რომ აქ ზარი ყოფილიყოს პრემიერის ადმინისტრაციიდან ან სხვა ადგილიდან, ეკარნახებინოთ ესა თუ ის სიუჟეტი?  მე ხშირად მომყავს ხოლმე საზოგადოებრივი მაუწყებლის მაგალითი, რომელიც ხშირად არის უფრო კრიტიკული, ვიდრე სხვა კერძო სატელევიზიო მაუწყებლები. ჩვენ გვჭირდება კრიტიკული მაუწყებლობა, კრიტიკული მედია, ეს არის მნიშვნელოვანი ქვეყნისთვის, მაგრამ ამავე დროს მედიასაც უნდა ესმოდეს ის გამოწვევები, ის გულისტკივილი, რომელიც საზოგადოების წინაშე დგას”, - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.