სამართალი
„გირჩის“ ოფისში ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

  საქართველო, 3 იანვარი, საქინფორმი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტმა ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვის ფაქტზე, კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, გამოძიება დაიწყო.

 "2016 წლის 31 დეკემბერსგირჩისოფისში ახალი პოლიტიკური ცენტრის წევრებმა მოხალისეებთან ერთად, საჯაროდ მათ მიერვე დაანონსებული წინასწარი ინფორმაციის თანახმად, სავარაუდოდ, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარე დათესეს.

 გამოძიება ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვის ფაქტზე მიმდინარეობს. პოლიცია შესაბამის საგამოძიებო მოქმედებებს ატარებს", - ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში.