სამართალი
შსს-მ თაღლითობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

  საქართველო, 3 იანვარი, საქინფორმი. შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის და ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის თანამშრომლებმა წარსულში ნასამართლევი .. თაღლითობის ბრალდებით ზუგდიდში დააკავეს.

 ბრალდებულმა ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირს, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროდან ბინის მიღებაში დახმარების სანაცვლოდ, თაღლითურად გამოართვა 2500 ლარი.

 ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.