პოლიტიკა
აშშ-ის სენატორები საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდნენ

  საქართველო, 3 იანვარი, საქინფორმი. ამერიკის შეერთებული შტატების სენატორების დელეგაცია გორის რაიონის სოფ. ხურვალეთში, საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდა.

 სუს-ის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის წარმომადგენლებმა დელეგაციის წევრებს გააცნეს ყველა ის გამოწვევა და საფრთხე, რომელიც ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან მომდინარეობს. გარდა ამისა, სუს-ის წარმომადგენლებმა სენატორებს მიაწოდეს ინფორმაცია იმ პრობლემებზე, რომლებიც ადგილობრივ მოსახლეობას ყოველდღიურად ექმნება მავთულხლართებით, ღობეებით თუ სხვა ხელოვნური ბარიერებით.