პუბლიკაციები
ვლადიმერ პუტინი: ვერავინ შეუქმნის რუსეთს ისეთ პრობლემებს, რომლებსაც ვერ გადალახავს

  ვერავინ შეუქმნის რუსეთს ისეთ პრობლემებს, რომლებსაც ის ვერ გადალახავს. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა კრემლში გამართული საზეიმო მიღების დროს განაცხადა.

 “ერთადერთი, რაც მინდა აღვნიშნო, არის ის, რომ ჩვენ დაძაბულად ვმუშაობდით და ვიმუშავეთ წარმატებულად. გასული წელი გარკვეულწილად, სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების მოგვარებაში იყო უფრო რთული, ვიდრე 2015 წელი. ჩვენი ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანი პარამეტრია ნავთობის ფასი. ის 2015 წელს იყო 40 დოლარი, 51დოლარი, ახლა - კვლავ 40 დოლარია, შედეგი კი წელს ბევრად უკეთესია, ვიდრე 2015-ში”, - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

 რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ სირიაში ცეცხლის შეწყვეტისა და მშვიდობიანი მოლაპარაკებების დაწყების შესახებ შეთანხმება მიღწეულია. ამის შესახებ ვლადიმერ პუტინმა რუსეთის თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრებთან, სერგეი შოიგუსთან და სერგეი ლავროვთან შეხვედრისას განაცხადა.

 "ახლახანს მოვიდა შეტყობინება, რომ რამდენიმე საათის წინ მოხდა მოვლენა, რომელსაც ჩვენ არა მხოლოდ ველოდებოდით, არამედ, რომლის მისაღწევადაც ჩვენ ბევრს ვმუშაობდით. ხელმოწერილია სამი დოკუმენტი. პირველი დოკუმენტი სირიის მთავრობასა და შეიარაღებულ ოპოზიციას შორის სირიის ტერიტორიაზე ცეცხლის შეწყვეტას ეხება. მეორე დოკუმენტი - ეს არის ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის კონტროლთან დაკავშირებული ზომების პაკეტი. მესამე დოკუმენტი არის სირიის დარეგულირებასთან დაკავშირებით მშვიდობიანი მოლაპარაკებების დაწყების მზადყოფნის შესახებ", - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

 ვლადიმერ პუტინის თქმით, მიღწეული შეთანხმება მყიფეა, ამიტომ განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს.