საზოგადოება
დავით სერგეენკო: ოპტიმიზაცია არ ნიშნავს ხალხის ქუჩაში გაშვებას

  საქართველო, 30 დეკემბერი, საქინფორმი. ოპტიმიზაცია ნიშნავს ისეთი კომპლექსური ღონისძიებების მიღებას, რომელიც საშუალებას მოგვცემს, არსებული რესურსის ფარგლებში უკეთესი შედეგები მიიღო, ან შემცირებული რესურსებით მინიმუმ იგივე შედეგები შეინარჩუნო, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

 "ყველა სამინისტროს თავისი ტაქტიკა აქვს. ზოგი მიდის კადრების შემცირებისკენ, ზოგს სხვა მიდგომა აქვს. ნებისმიერი კორპორაცია, სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულება, რა თქმა უნდა, აკონტროლებს მუშაობის ხარისხსა და შედეგებს. არსებული სისტემით ეს ხდება ერთგვარად დიფუზურად. განაწილებულია დეპარტამენტების, მოადგილეებისა და მინისტრის დონეზე, თუმცა სამინისტროს აპარატს ამის ფუნქცია აქვს და წესდებაშიცაა გაწერილი. საუბარია არა ახალი სამსახურის შექმნასა და თანამშრომლების აყვანაზე, არამედ არსებული სისტემის, რომელიც აკონტროლებს თანამშრომლების მუშაობის ეფექტურობას, უფრო კონსოლიდირებულად ამუშავებაზე”, - განაცხადა დავით სერგეენკომ.