სამართალი
კახა კახიშვილი: დედა-შვილის დაშორება მტკივნეულია, ამიტომაც ნოვაცია დავნერგეთ

  საქართველო, 30 დეკემბერი, საქინფორმი. სიახლის შესახებ, რომელიც სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ საკანონმდებლო ორგანოში კანონპროექტის სახით უკვე წარადგინა, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა ტელეკომპანია GDS-ის გადაცემა 2030-ში ისაუბრა.

 მინისტრმა განმარტა, რომ პენიტენციურ დაწესებულებაში დედები სამ წლამდე ასაკის შვილებთან ერთად იმყოფებიან, სამი წლის ასაკის შესრულებისას, კანონის თანახმად, დაწესებულებიდან ბავშვის გაყვანა ხდება.

 „თუმცა, ყველამ ვიცით, რომ დედა-შვილის დაშორება, ეს ძალიან მტკივნეული პროცესია, როგორც დედისთვის და შვილისთვის, ასევე ჩვენთვისაც. ამიტომაც მოვიფიქრეთ მექანიზმი, რომ ასეთი კატეგორიის პატიმრებს მიეცეთ საშუალება, პენიტენციური დაწესებულებიდან შაბათ-კვირას და უქმე დღეებში გავიდნენ და ეს დრო შვილთან ერთად გაატარონ. ეს, მეორეს მხრივ, ბავშვის ახალ გარემოსთან ადაპტაციასაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს და მტკივნეულ პროცესსაც შედარებით შეამსუბუქებს“, - განაცხადა კახა კახიშვილმა.