საქართველო, 30 დეკემბერი, საქინფორმი. არასამთავრობო ორგანიზაცია „ძლიერი ქალი - ძლიერი სახელმწიფოს" დამფუძნებელი ლალი მოროშკინა სოციალური ქსელის მეშვეობით პოლიციას მიმართავს:
„Sos!!!
მივმართავ პოლიციას!
ჩამოვიყვანე საახალწლოდ ტურისტები რუსეთიდან, უკრაინიდან და საფრანგეთიდან! ნახევარი წელი ვამზადებდი მათ ჩამოსვლას ჩვენს დედაქალაქში! და რა?
ერთი დღე მარტო გავიდნენ თბილისის ისტორიულ ცენტრში და საკუთარ თავზე იგრძნეს ბოშათა ამაოხრებელი შემოსევა!
მე კარგად ვიცნობ „ციგანსკი პასიოლოკსაც" და მათ ბარონსაც!
მაგრამ არ მესმის, მე რატომ უნდა მოვაგვარო ეს პრობლემა?
ტურისტების უსაფრთხოებაზე ვინ აგებს პასუხს?
ერთს ჩანთა წაართვეს, მეორე წააქციეს, ახალგაზრდა წყვილს რესტორანში შეუვარდნენ და საჭმელი გასტაცეს!
იმას აღარ ვამბობ, მანქანებს რომ ჩხაპნიან, იგინებიან და იწყევლებიან ყველა შუქნიშანზე!
იმოქმედეთ დღესვე, თორემ ხვალ გვიანი იქნება...
გაწმინდეთ ტურისტული ზონები აგრესიული ბოშებისგან!”, - წერს მოროშკინა.