პოლიტიკა
პრემიერი კვირიკაშვილი ირწმუნება, რომ უკვე შედგა პირველი კონტაქტები აშშ–ის ახალ ადმინისტრაციასთან...

  საქართველო, 30 დეკემბერი, საქინფორმი. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. 

 „უკვე შედგა პირველი კონტაქტები ამერიკის შეერთებული შტატების ახალ ადმინისტრაციასთან. მომავალში ჩვენ ველით თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებას სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის შესაბამისად. აგრეთვე მნიშვნელოვანია, რომ 2016 წელს ხელი მოეწერა მემორანდუმს „ამერიკის შეერთებულ შტატებთან თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის“ შესახებ და, რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ ძალისხმევას ამ მემორანდუმის განხორციელების მიმართულებით”, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.