უცხოეთი
ელიზავეტა გლინკას ფონდის ტვირთი ჰმეიმის ბაზაზე მიწოდებულია

  საქართველო, 29 დეკემბერი, საქინფორმი. ელიზავეტა გლინკას ფონდის „Справедливая помощь“ ჰუმანიტარული ტვირთი ჰმეიმის აეროდრომზე ჩაიტანეს. ამის შესახებ რფ–ის თავდაცვის მინისტრმა, არმიის გენერალმა სერგეი შოიგუმ განაცხადა.

 „ის დახმარება, რომლის გადაცემასაც იგი ალეპოს სამკურნალო დაწესებულებებისთვის აპირებდა, უკვე ჩატანილია ჰმეიმის ბაზაზე და უახლოეს ხანებში ადრესატებს გადაეცემა“, – განაცხადა შოიგუმ.

 მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ უკვე მიღებულია გადაწყვეტილება მოსკოვში თავდაცვის სამინისტროს ერთ–ერთი სამკურნალო დაწესებულებისთვის ელიზავეტა გლინკას სახელის მინიჭების შესახებ.