საზოგადოება
საინფორმაციო გამოშვებები “მაესტროსა” და GDS-ზე დაიხურება

  საქართველო, 29 დეკემბერი, საქინფორმი.  გაერთიანებული “იმედი”, “მაესტრო” და GDS – კანონმდებლობის მიხედვით, მსგავსი მედიაჰოლდინგის შექმნის შემთხვევაში სამი არხიდან მხოლოდ ერთს ექნება საინფორმაციო გამოშვების მომზადების უფლება.

 წინასწარი ინფორმაციით, საინფორმაციო გამოშვება ”იმედზე” დარჩება, “მაესტროსა” და GDS-ზე კი საინფორმაციო გამოშვება და პოლიტიკური თოქ-შოუები დაიხურება.

 ახალ მედიაჰოლდიგთან დაკავშირებით “მაესტროში” შეხვედრა დაიგეგმა, სადაც მაესტროს თანამშრომლებს ტელეკომპანია “იმედის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ირაკლი რუხაძე შეხვდება.