საზოგადოება
საქართველოს საგარეო პრიორიტეტების შესახებ რეზოლუციის პროექტს უმრავლესობაში დადებითად აფასებენ

  საქართველო, 29 დეკემბერი, საქინფორმი. “ქართული ოცნების” მიერ შემუშავებული რეზოლუციის პროექტი, რომელიც საქართველოს საგარეო პრიორიტეტებს განსაზღვრავს, ერთ-ერთი მთავარი განსახილველი საკითხია პარლამენტში.

 ოპოზიციისა და საპარლამენტო უმრავლესობის პოზიციები რეზოლუციასთან დაკავშირებით განსხვავებულია. უმცირესობა რუსეთთან ურთიერთობის ფორმის განსაზღვრებას იწუნებს, მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ რეზოლუცია  ქვეყანაში არსებულ ყველა გამოწვევას ზედმიწევნით პასუხობს.

 „რეზოლუცია კიდევ ერთხელ აფიშირებს ურყევ ნებას საქართველოს ევროპული არჩევანის შესახებ, შესაბამისად, საქართველო აგრძელებს იმ პოლიტიკას, რაც მას წლების განმავლობაში არჩეული აქვსეს არის დოკუმენტი, სადაც აბსოლუტურად სწორად გადმოცემულია შესაბამისი პოლიტიკური ხაზი“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 რეზოლუციის პროექტის დამტკიცება, სავარაუდოდ, კვირის ბოლომდე მოხდება. 

 დოკუმენტში დაფიქსირებულია, რომ საქართველო ევროატლანტიკურ სივრცეს ირჩევს. პროექტში საუბარია საქართველო-რუსეთის ურთიერთობაზეც: "დასავლური ღირებულებების მიუხედავად, საქართველომ რუსეთთან თანმიმდევრული პოლიტიკა უნდა აწარმოოს", - აღნიშნულია დოკუმენტში.