სამართალი
შსს-მ ყაჩაღობის ფაქტი გახსნა

  საქართველო, 29 დეკემბერი, საქინფორმი. შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს და აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა .. და .. ყაჩაღობის ბრალდებით ბათუმში დააკავეს.

 მიმდინარე წლის 26 დეკემბერს ბრალდებულები გლდანში, მე-4 მ/რ-ში მდებარე „საქართველოს ბანკის“ ექსპრეს ფილიალში შეიჭრნენ, იარაღის მუქარით თანხა გაიტაცეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

 პოლიციამ ჯ.ს. და ტ.ხ. მომხდარიდან მეორე დღეს ბათუმში დააკავა. ბანკიდან წაღებული ფულის ნაწილი - 1475 ევრო, 640 ლარი და 60 აშშ დოლარი ამოღებულია ნივთმტკიცებად.

 დაკავებულები ჩადენილ დანაშაულს აღიარებენ.