პოლიტიკა
საქართველო, 29 დეკემბერი, საქინფორმი. სხდომის ჩაშლის მიზეზი კვორუმის არარსებობა იყო. სხდომას პოლიტსაბჭოს 30 დეპუტატი უნდა დასწრებოდა.
„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოში სულ 60 წევრია.
პოლიტსაბჭოს ჩაშლის შესახებ ოფიციალური განცხადება „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს არ გაუკეთებიათ.
ამასთან, „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრთა ნაწილმა განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნული იყო, რომ პოლიტსაბჭოს მუშაობაში მონაწილეობას მიუღებლად მიიჩნევდნენ.