უცხოეთი
სოჭთან ავიაკატასტროფის 80 მსხვერპლის ნეშტი ამოიღეს

  საქართველო, 28 დეკემბერი, საქინფორმი. დაღუპული Ту-154 –ის 80 მგზავრისა და ეკიპაჟის წევრების ნეშტები შავი ზღვის ფსკერიდან ამოიღეს. ამის შესახებ „ინტერფაქსი“ იტყობინება. წინასწარი მონაცემებით, საძიებო ოპერაციის მონაწილეებმა ფიუზელაჟის დიდი ნაწილები და მარჯვენა ძრავი აღმოაჩინეს. უწინ იტყობინებოდნენ, რომ თვითმფრინავის დაღუპვის ადგილას სავარაუდოდ, ეკიპაჟის ერთ–ერთი წევრის ცხედარი იქნა აღმოჩენილი.