საქართველო, 28 დეკემბერი, საქინფორმი. რუსეთის ფსბ–მ განაცხადა, რომ „დადგენილია ავიალაინერის ჩამოვარდნის თვითმხილველი“. ერთ–ერთი მათგანი ფსბ–ს სანაპირო დაცვის თანამშრომელია, რომელიც ავარიის დროს სოჭის აკვატორიაში კატერზე იმყოფებოდა. მესაზღვრემ განაცხადა, რომ კვირას დილით საგანგებო შემთხვევის უნებლიე თვითმხილველი გახდა.
მისი თქმით, ადლერის აეროპორტიდან გამოფრენილმა თვითმფრინავმა, იმის ნაცვლად, რომ სიმაღლე აეღო, ზღვის ზედაპირისკენ სწრაფად დაშვება დაიწყო, თითქოს მასზე დაჯდომას აპირებდა. მოწმემ აღნიშნა, რომ ლაინერს ცხვირი უჩვეულოდ ჰქონდა აწეული. კიდევ ერთი წამის შემდეგ კი თვითმფრინავი კუდით ზღვის ზედაპირს გამოედო, ტალღებში ჩავარდა და სწრაფად ჩაიძირა.
სპეციალისტების აზრით, ეს პირველ რიგში, პილოტების არასწორ მოქმედებას შეიძლებოდა გამოეწვია, რომლებიც მეტისმეტად ენერგიულად შეეცადნენ თვითმფრინავს სიმაღლე აეღო.