სამართალი
სოფელ მოხეს საჯარო სკოლის მოსწავლეთა ნაწილმა საპროტესტო აქცია გამართა

  საქართველო, 28 დეკემბერი, საქინფორმი. ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხეს საჯარო სკოლის მუსლიმმა მოსწავლეებმა 26 დეკემბერს ერთ-ერთი მოსწავლის უფლებების დასაცავად საპროტესტო აქცია გამართეს.

 მოსწავლეები სკოლაში მომხდარ ფაქტს აპროტესტებდნენ, რომლის დროსაც, როგორც ისინი აცხადებენ, დირექტორმა მოსწავლე მუსლიმ გოგონას სკოლაში თავსაბურავით შესვლა აუკრძალა. აქციის მონაწილეები დირექტორს დისკრიმინაციაში ადანაშაულებდნენ და მის თანამდებობიდან გადადგომას ითხოვდნენ.

 აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მედიასთან კომენტარი გააკეთა მოხეს საჯარო სკოლის დირექტორმა ნათია რეხვიაშვილმა , რომელმაც განაცხადა, რომ საპროტესტო აქცია რელიგიურ ხასიათს ატარებდა და სკოლის გარეშე ძალებისაგან იყო მართული.

 მოგვიანებით გაფიცულ მოსწავლეებს სამცხე-ჯავახეთის მუფთი მამუკა ვაშაყმაძე შეხვდა და მათ სიმშვიდისაკენ მოუწოდა.