სამართალი
შსს-მ აჭარაში ნარკოდანაშაულისთვის ორი პირი დააკავა

  საქართველო, 28 დეკემბერი, საქინფორმი. შსს-ს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა .. - განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, ხოლო .. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ბათუმში დააკავეს.

 სამართალდამცველებმა ი.პ-ს პირადი ჩხრეკისას 20 აბი სუბოქსინი, 17 აბი მეტადონი და ერთ შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი ამოიღეს. რ.ბ-ს პირადი ჩხრეკისას პოლიციამ ერთ შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი და აბი სუბოქსინი ამოიღო.