პოლიტიკა
“საქინფორმის” კიდევ ერთი პროგნოზი გამართლდა - უსუფაშვილი ახალ პარტიას ქმნის

  საქართველო, 28 დეკემბერი, საქინფორმი. დავით უსუფაშვილისა და მისი მეუღლის “რესპუბლიკური პარტიიდან” გასვლისთანავე “საქინფორმმა” არაერთხელ გამოთქვა ვერსია, რომ ის ძალიან მალე შექმნის ახალ პარტიას რესპების“ და ყველა უსახლკარო ნეოლიბერალური ძალისგან - ალასანიას, ბურჭულაძის, გირჩების და სხვა, ლიდერისა და პარლამენტის გარეშე დარჩენილი პარტიების ნარჩენებისგან. ახალი პარტიის წევრი გახდება ახლანდელი პრეზიდენტი მარგველაშვილიც, რის შემდეგაც ის და უსუფაშვილი ივანიშვილთან მივლენ - რათა დაშლის პირას მყოფი “ნაცმოძრაობის” ნაცვლად ახალ ლიბერალურ-დასავლურ ძალად საკუთარი თავი შესთავაზონ და, “კურთხევის” გარდა, ფულიც სთხოვონ.

 და აი, ვახტანგ ხმალაძის განცხადებით, შესაძლოა, ახალი პოლიტიკური ერთობა შეიქმნას, რომლის წევრებიც რესპუბლიკური პარტიის” ყოფილი წევრები და სხვა პირებიც იქნებიან. ხმალაძის განმარტებით, მოლაპარაკებები დაწყებულია და ამის შესახებ განცხადება, სავარაუდოდ, თებერვალში გაკეთდება.

 რესპუბლიკური პარტიის ყოფილი წევრის თქმით, ახალი პოლიტიკური ძალის ლიდერი, სავარაუდოდ, დავით უსუფაშვილი იქნება. ხმალაძის განმარტებითვე, უსუფაშვილის მომავალი პოლიტიკური საქმიანობაა მიზეზი, რის გამოც პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში ჩართვაზე უარი განაცხადა. ვახტანგ ხმალაძის თქმით, საკონსტიტუციო კომისიის მუშაობის დროს აქტიური პოლიტიკური საქმიანობისგან თავს შეიკავებს.