უცხოეთი
საფრანგეთი შესაძლოა ნატოდან და ევროკავშირიდან დიდი ბრიტანეთის კვალდაკვალ გამოვიდეს

  საქართველო, 27 დეკემბერი, საქინფორმი. საფრანგეთში „ნაციონალური ფრონტის“ ხელმძღვანელმა მარინ ლე პენმა, რომელიც 2017 წელს საფრანგეთის პრეზიდენტად იყრის კენჭს, მოსახლეობაში პოპულარობით გაუსწრო მეორე კანდიდატს – საფრანგეთის ყოფილ პრემიერ–მინისტრ ფრანსუა ფიიონს.

 მარინ ლე პენი აცხადებს, რომ საფრანგეთი ნატოდან და ევროკავშირიდან უნდა გავიდეს – სხვა სახელმწიფოებთან ერთად ევროზონა უნდა დატოვოს.