სამართალი
შსს-მ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო

  საქართველო, 27 დეკემბერი, საქინფორმი. შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს დამნაშავეთა სამყაროს წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, . . თბილისში დააკავეს.

 სამართალდამცველებმა ნ. ა-ს მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანისა და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას “კალაშნიკოვის“ კონსტრუქციის არარეგისტრირებული ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 2 არარეგისტრირებული სანადირო თოფი, ТК მოდელის არარეგისტრირებული პისტოლეტი, ИЖ-78-7,6-ის მოდელის პისტოლეტი, СПШ-ის მოდელის სასიგნალო პისტოლეტი, 8 მჭიდი, 285 საბრძოლო და 1 კუსტარულად დამზადებული ვაზნა ამოიღეს.