აქტუალური
საქართველო, 27 დეკემბერი, საქინფორმი. მაშველებმა ორთაჭალაში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის ადგილზე კიდევ ერთი ცხედარი იპოვეს. ამის შესახებ შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა სოფო კობაიძემ განაცხადა.
მანქანაში, რომელიც მტკვარში გადავარდა, ორი ადამიანი - ცოლ-ქმარი იმყოფებოდა.
ცხედრები პროზექტურაშია გადასვენებული.
შემთხვევის წინასწარ მიზეზად გადაჭარბებული სიჩქარე სახელდება, რის გამოც ავტომანქანა სველ გზაზე მოცურდა და მტკვარში გადავარდა.