რელიგია
საქართველო, 27 დეკემბერი, საქინფორმი. საქართველოს საპატრიარქოში აცხადებენ, რომ კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე საავადმყოფოში გადაყვანილი არ არის.
სამების საკათედრო ტაძარში პატრიარქის აღსაყდრების 39-ე წლისთავთან დაკავშირებით საზეიმო ლიტურგია 25 დეკემბერს მეუფე დანიელმა აღავლინა. ლიტურგიას საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ დასწრებია.
საპატრიარქოში განაცხადეს, რომ პატრიარქი შეუძლოდ გახდა, თუმცა იგი ამ დროისთვის საპარტიარქოში იმყოფება და საავადმყოფოში გადაყვანილი არ არის.