საქართველო, 27 დეკემბერი, საქინფორმი. რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დონალდ ტრამპს მისალოცი წერილი გაუგზავნა, სადაც აშშ–ის არჩეულ პრეზიდენტს დამდეგი ახალი წელი და შობა მიულოცა, ასევე გამოთქვა იმედი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაუმჯობესების შესახებ.
თავის მხრივ, დონალდ ტრამპმა პასუხად გაავრცელა შემდეგი განცხადება: „მე მივიღე ძალიან სასიამოვნო გზავნილი ვლადიმერ პუტინისგან. მისი აზრები იმდენად სწორია... ვფიქრობ, ორივე მხარეს უნარი შესწევს ამ აზრებთან შესაბამისობაში იცხოვროს და ჩვენ სხვა გზით არ უნდა ვიაროთ“.
როგორც საქინფორმი იტყობინებოდა, ვლადიმერ პუტინმა, 2016 წლის 23 დეკემბრის ტრადიციულ დიდ პრესკონფერენციაზე გამოსვლისას განაცხადა, რომ „ტრამპმა შეძლო ამერიკელი საზოგადოების განწყობა ეგრძნო და გზა ბოლომდე განაგრძო, თუმცა არავის, ჩვენს გარდა, არ სჯეროდა საპრეზიდენტო არჩევნებში მისი გამარჯვების“.