უცხოეთი
საქართველო, 26 დეკემბერი, საქინფორმი. რუსეთი და შეერთებული შტატები ერთმანეთს სამხედრო პოტენციალში ეჯიბრებიან. კრემლის ლიდერის განცხადებას იმის შესახებ, რომ რუსეთს ნებისმიერ აგრესორზე ძლიერი არმია ჰყავს, აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენელი ჯონ კირბი გამოეხმაურა. „ის, რომ პროფესიონალიზმით, უნარებითა და შესაძლებლობებით ამერიკის შეიარაღებული ძალები მსოფლიოში ლიდერია, ეჭვგარეშეა,“-აღნიშნა კირბიმ.