აქტუალური
მარეგულირებელმა კომპანიამ „მაგთისა“ და „ჯეოსელს“ ახალი ტარიფი დაუწესა

tarifebiკომუნიკაციების მარეგულირებელმა კომისიამ ოთხთვიანი კვლევის შედეგები გამოაქვეყნა, რის შედეგადაც დაადგინა, რომ „მაგთისა“ და „ჯეოსელის“ ტარიფები ხელოვნურადაა გაბერილი. დღეს ცნობილი გახდა ყველა მონაცემი, რის საფუძველზეც მარეგულირებელმა მობილურ ოპერატორებს ზღვრული ტარიფი დაუდგინა. ახალი ტარიფი 24,4 თეთრია და იგი გაზაფხულიდან ამოქმედდება. აქამდე "ჯეოსელის" შემთხვევაში იგი 28,8, ხოლო „მაგთისთან“ 32 თეთრი იყო. მარეგულირებლის დასკვნით, „მაგთის“ ხარჯი წუთის დაანგარიშებით 18,5, ხოლო „ჯეოსელის“ – 17,1 თეთრს შეადგენდა. ამ ხარჯში ყველა გადასახადი და მოგება იყო გათვალისწინებული. კომისიამ დაადგინა, რომ მობილურმა კომპანიებმა 2010 წელს 600 მილიონ ლარზე მეტი შემოსავალი მიიღეს. ბაზრის ლიდერმა „ჯეოსელმა“ 282 მილიონი მიიღო, „მაგთიმ“ – 10 მილიონით ნაკლები, ხოლო „ბილაინმა“ – 70 მილიონი. „ჯეოსელს“ ბაზრის 45% უჭირავს, „მაგთის“ – 42, „ბილაინს“ – 13.

მობილური ოპერატორების წარმომადგენლები დასკვნაში გამოქვეყნებულ ინფორმაციას არ ეთანხმებიან და აღნიშნავენ, რომ ახალი ტარიფის ამოქმედება კომპანიებს დააზარალებს.