საქართველო, 26 დეკემბერი, საქინფორმი. აშშ-ის მოქმედი ადმინისტრაცია ყველა თავისი წარუმატებლობის გადაბრალებას საგარეო ფაქტობრებზე ცდილობს, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ჩვენ ვიცით, რომ აშშ-ის დემოკრტიულმა პარტიამ წააგო არა მხოლოდ საპრეზიდენტო, არამედ სენატისა და კონგრესის არჩევნებიც, სადაც უმრავლესობა რესპუბლიკელებს აქვთ, ამაშიც ჩვენ ვართ დამნშავე? ეს ყველაფერი მეტყველებს, რომ აშშ-ის მოქმედ ადმინისტრაციას პრობლემები აქვს. იმას, რომ ამერიკელ ამომრჩეველთა დიდი ნაწილი რუსეთის პრეზიდენტს უჭერს მხარს, პირად ანგარიშზე არ ვიწერ. ეს ნიშნავს, რომ მოსაზრებები ემთხვევა ამერიკელი ხალხის მნიშვნელოვანი ნაწილის წარმოდგენას იმის შესახებ, როგორ უნდა იყოს მოწყობილი მსოფლიო, რით უნდა ვიყოთ დაკავებული, სად არის ჩვენი საერთო საფრთხეები და პრობლემები. ძალიან კარგია, რომ არის ხალხი, რომლებსაც მოსწონთ ჩვენი წარმოდგენა ტრადიციული ღირებულებების შესახებ”, -აღნიშნა პუტინმა.
რუსეთის პრეზიდენტმა აშშ-ის დემოკრატიული პარტია ერის გახლეჩვაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ საჭიროა, იცოდე ღირსეული დამარცხება.
„ეს მათ ღირებულებებს ამცირებს. უნდა იცოდე ღირსეულად წაგებაც. მე ვისურვებდი, რომ ახალარჩეულ პრეზიდენტთან და დემოკრატიული პარტიის მომავალ ლიდერებთან გვქონდეს საქმიანი, კოსნტრუქციული ურთიერთობები, რომლებიც სასარგებლო იქნება ისეთი დიდი სახელმწიფოებისთვის, როგორიც აშშ და რუსეთია და მათი ხალხისთვის“, განაცხადა პუტინმა.