უცხოეთი
პუტინი მხარს უჭერს უკრაინის მოქალაქეებისთვის ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის შემოღებას

  საქართველო, 26 დეკემბერი, საქინფორმი. რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი უკრაინისთვის ევროკავშირის მხრიდან სავიზო რეჟიმის გაუქმებას სწორი მიმართულებით გადადგმულ სწორ ნაბიჯად აფასებს.

 ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ყოველწლიურ პრესკონფერენციაზე განაცხადა. თუმცა, რუსეთის პრეზიდენტი არასწორად მიიჩნევს, რომ სავიზო რეჟიმის გაუქმების შემდეგ უკრაინის მოქალაქეებს ევროპაში მუშაობის უფლება არ ექნებათ.

 "რაც შეეხება უკრაინისთვის ევროპის მხრიდან სავიზო რეჟიმის გაუქმებას, მე სრულად ვუჭერ ამას მხარს. უფრო მეტიც, მიმაჩნია, რომ სავიზო რეჟიმი ევროპაში ეს არის ცივი ომი ანაქრონიზმი და ის რაც შეიძლება მალე უნდა მოვიშოროთ. თუ უკრაინის მოქალაქეები მიიღებენ ევროპაში უვიზოდ ჩასვლის უფლებას, ეს იქნება სწორი მიმართულებით გადადგმული სწორი ნაბიჯი. თუმცა როგორც ვიცი, გათვალისწინებულია სავიზო რეჟიმის გაუქმება მუშაობის უფლების გარეშე. გაიზრდება თუ არა სამუშაო ძალის ნაკადი უკრაინიდან ევროპაში? რა თქმა უნდა, გაიზრდება. თუ არ მისცემენ მუშაობის უფლებას, უკრაინიდან ჩასული ხალხი დამცირებულ მდგომარეობაში აღმოჩნდება. ისინი იძულებულები იქნებიან, არალეგალურად იმუშაონ. ამგვარად ისინი არ იქნებიან სოციალურად დაცულები და საერთოდ არ იქნებიან დაცულები. თუკი აძლევ უვიზო მიმოსვლის უფლებას, უნდა მისცე მუშაობის უფლებაც", - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.