საზოგადოება
საქართველო, 26 დეკემბერი, საქინფორმი. ლერი ხაბელოვმა არჩევნებში 78 ხმა მიიღო, მისმა კონკურენტმა ირაკლი მეძმარიაშვილმა კი 57.
ლერი ხაბელოვი ოლიმპიური კომიტეტის მოქმედი პრეზიდენტია და კომიტეტს კიდევ ოთხი წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს.
არჩევნებში 136 დელეგატი მონაწილეობდა.
ლერი ხაბელოვს გამარჯვება ირაკლი მეძმარიაშვილმა მიულოცა.