საზოგადოება
სემეკმა ჰიდროელექტროსადგურებისთვის ახალი ტარიფი დაადგინა

  საქართველო, 26 დეკემბერი, საქინფორმი. სემეკმა ჰიდროელექტროსადგურების ტარიფთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო. “ენერგო-პრო ჯორჯიას” კუთვნილი 9 ჰიდროელექტროსადგურიდან ერთს ტარიფი დაახლოებით 2 თეთრით გაეზარდა, ხოლო დანარჩენ 8-ს დაახლოებით ნახევარი თეთრით შეუმცირდა.

 აწჰესის ახალ ტარიფად 5,865 ლარი დადგინდა, სწორედ აღნიშნული ჰესის ტარიფი გაიზარდა 1,798-ით.

 რაც შეეხება დანარჩენ 8 ჰიდროელექტროსადგურს - ახალი ტარიფების მიხედვით, რიონჰესი - 3.301,  საცხენჰესი - 5. 301,  ჩითახევი - 3.807,  ძევრულჰესი - 2.616, გუმათჰესი - 2.004, ლაჯანურჰესი - 1.593, ორთაჭალაჰესი - 2.325.

 ასევე, სემეკის გადაწყვეტილებით, ნახევარი თეთრით შემცირდა ტარიფი ზაჰესისთვის.

 ახალი ტარიფი 2017 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება.