სამართალი
საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების მოსახლეობა 200-ლარიან ენერგოვაუჩერს მიიღებს

  საქართველო, 26 დეკემბერი, საქინფორმი. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების მოსახლეობა 200-ლარიან ენერგოვაუჩერს მიიღებს.

 "ჩვენ წელსაც მაქსიმალურად შევეცდებით, მოსახლეობას გვერდში დავუდგეთ, რათა მათი გადასახადები მაქსიმალურად შემსუბუქდეს. ახლა მიმდინარეობს გარკვეული პროცედურები, რათა თითოეული მუნიციპალიტეტის მიხედვით დაზუსტდეს მონაცემები. ამის შემდეგ ჩვენ უკვე გადავდგამთ პრაქტიკულ ნაბიჯებს იმ გადაწყვეტილებების შესაბამისად, რომელიც კომისიამ უკვე მიიღო. ვგულისხმობ 200-ლარიან შეღავათს, ვაუჩერს, რომლითაც შევუმსუბუქებთ მოსახლეობას გადასახადებს", - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.