სამართალი
ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე ორი პირი დააკავეს

  საქართველო, 26 დეკემბერი, საქინფორმი. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე ორი პირი დააკავა.  ბრალდებულები სხვადასხვა სავაჭრო ობიექტში სისტემატურად ასაღებდნენ კუსტარულად დამზადებულ ახალი მოდიფიკაციის გაყალბებულ ლარის კუპიურებს.

 საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ამოღებულია ყალბი 20 და 50-ლარიანი ბანკნოტები.