სამართალი
შსს-მ მარნეულში დანაშაულებრივი ჯგუფი დააკავა

  საქართველო, 26 დეკემბერი, საქინფორმი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს და რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი სამი პირი - ვ.კ., ჯ.ბ. და გ.მ. ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის და ტარების ბრალდებით დააკავეს.

 ბრალდებულები მარნეულში მცხოვრები ბიზნესმენის დაყაჩაღებას გეგმავდნენ, რაც პოლიციის ოპერატიული ჩარევის შედეგად ვერ განახორციელეს.

 პოლიციამ დაკავებულების პირადი ჩხრეკისას კალაშნიკოვის სისტემის ავტომატური

 ცეცხლსასროლი იარაღი მჭიდითა და 30 საბრძოლო ვაზნით, გადაჭრილი შაშხანა და გადაჭრილი თოფი, ხოლო ავტომობილის ჩხრეკისას - ნიღბები, ხელთათმანები და წებოვანი ლენტი ნივთმტკიცებად ამოიღო.