პოლიტიკა
სერგო რატიანი: „ნაციონალურ მოძრაობაში“ ყრილობისთვის მზადების პროცესი მიმდინარეობს

  საქართველო, 26 დეკემბერი, საქინფორმი.  ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სერგო რატიანმა განაცხადა.

 მისი თქმით, ყრილობაზე უნდა გადაწყდეს, თუ როგორი სახით გაგრძელდება ბრძოლა.

 „საკმაოდ უცნაური რამ მოხდა გუშინ, როდესაც წინა პოლიტსაბჭოზე გადაწყდა, რომ ყრილობაში 7000 კაცი მიიღებდა მონაწილეობას. რასაკვირველია, მნიშვნელოვანია დანარჩენი პროცედურების გაწერა და სამდივნოზე მსჯელობა გვქონდა ამასთან დაკავშირებით. პრობლემა არის იმაში, რომ ბევრი წესი აქ გაწერილი არ არის. პასუხი მივიღეთ, რომ ამ წესებს დაადგენს საორგანიზაციო კომისია, იმ წესებს კი უნდა ადგენდეს პოლიტსაბჭო, ეს არის პოლიტსაბჭოს უფლებამოსილების ხელში ჩაგდების მცდელობა და იმის ცდა, რომ ფაქტობრივად წესების გარეშე ჩატარდეს 7000-კაციანი ყრილობა. იმ ფონზე, როდესაც საკმაოდ დაძაბული სიტუაციაა, ადამიანებს ეძახიან მოღალატეებს და ასე შემდეგ, ამ ფონზე ეს ჩვენი შიდაპარტიული დემოკრატია ცოტა უცნაურად გამოიყურება“, - განაცხადა სერგო რატიანმა.